1. ინფორმაციის შეგროვება
AFT.GE-ზე რეგისტრაციისას ჩვენ ვაგროვებთ ფეხბურთელის პერსონალურ და სპორტულ მონაცემებს. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი ინფორმაციით: სახელი, გვარი, სათამაშო პოზიცია, სიმაღლე, წონა, საკონტაქტო ნომერი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ვერიფიკაციისთვის).
ასევე სისტემა უწყვეტ რეჟიმში აგროვებს თქვენს სათამაშო სტატისტიკებს (გოლები, ასისტები, სეივები, ჩაჭრები და ქულები).
2. ინფორმაციის გამოყენება და გაზიარება
თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ AFT.GE-ის ფუნქციონირებისთვის (ლიდერბორდების შედგენა, დუელების ორგანიზება, სტატისტიკების წარმოება).
ჩვენ მკაცრად ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ გავცემთ თქვენს პირად ინფორმაციას მესამე პირებზე, გარდა AFT.GE-ის ოფიციალური პარტნიორებისა (სპონსორები, სკაუტები), რომლებსაც ეს ინფორმაცია ესაჭიროებათ პროექტის ფარგლებში თქვენი წინსვლისთვის.
3. მზა-ჩანაწერები (Cookies)
საიტი იყენებს Cookies ფაილებს სისტემის გამართული მუშაობისთვის. ეს გვეხმარება დავიმახსოვროთ თქვენი სესიები, უზრუნველვყოთ უსაფრთხო ავტორიზაცია და გავაუმჯობესოთ პლატფორმის წარმადობა. საიტის გამოყენების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით მზა-ჩანაწერების გამოყენებას.
4. უსაფრთხოება და ანგარიშის დაცვა
ჩვენ ვიღებთ ტექნიკურ და პროგრამულ უსაფრთხოების ზომებს თქვენი ანგარიშის დასაცავად. თუმცა, თქვენ ხართ სრულად პასუხისმგებელი თქვენი პაროლისა და ID კოდის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე.
არასოდეს და არავის გაუზიაროთ თქვენი შესვლის მონაცემები. სისტემა არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის დაუდევრობით გამოწვეულ ფინანსურ თუ სტატისტიკურ დანაკარგებზე.
5. დუელების სისტემა და VEGASGO
AFT.GE-ზე არსებულ დუელების (Battle Arena) სისტემას და ფინანსურ ბრუნვას სრულად აკონტროლებს VEGASGO.
თაღლითობისა და ფულის გათეთრების პრევენციის მიზნით მოქმედებს მკაცრი წესი: ნებისმიერი თანხა, რომელიც შეტანილია საიტზე, მინიმუმ უნდა გათამაშდეს დუელებში X2 (ორმაგ) ოდენობაზე. სხვა შემთხვევაში, სისტემიდან თანხის გატანა (Withdrawal) ფიზიკურად შეუძლებელია.
6. საწყისი ბალანსი
"საწყისი ბალანსი" განიმარტება, როგორც ის თანხა, რომელსაც ფეხბურთელი დუელების სათამაშოდ შეიტანს ერთიან დეპოზიტად. აღნიშნული ბალანსი განსაზღვრავს თქვენს შესაძლებლობას ჩაერთოთ სხვადასხვა მოცულობის საპრიზო ფონდის მქონე ლობიებში.
7. დუელებში გამარჯვებულის გამოვლენა
დუელში (1v1 ან 2v2) დამარცხებული გამოვლინდება პირველადი პრინციპით — რაც გულისხმობს მოთამაშის მიერ ბოლო რეალურ მატჩში ნაჩვენებ შედეგს. ფეხბურთელი (ან გუნდი), რომელსაც დაუგროვდება ნაკლები "ვიზიტის ქულა" (Visit Points), ჩაითვლება დამარცხებულად.
8. ტექნიკური წაგება (ფორფეიტი)
ნებისმიერი მიზეზით მატჩის ან დუელის ჩაგდება ითვლება
ავტომატურ წაგებად. ეს მოიცავს:
- ტრავმის მიღებას და მატჩის გამოტოვებას;
- წითელი ბარათის მიღებას;
- დისციპლინარული მიზეზით გუნდიდან გარიცხვას;
- AFT-ის პროექტის საკუთარი ნებით დატოვებას.
ასეთ შემთხვევებში ჩამოსული ფსონი იკარგება და თანხა
არ აგინაზღაურდებათ.
9. გაუთამაშებელი ბალანსის გაუქმება
საიტზე მოქმედი გაუთამაშებელი (დარჩენილი) ბალანსი, პროექტის ნებისმიერი მიზეზით (საკუთარი ნებით წასვლა, დისკვალიფიკაცია და ა.შ.) დატოვების შემთხვევაში, სრულად უქმდება და უკან არ დაგიბრუნდებათ / არ აგინაზღაურდებათ.
AFT.GE იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები მოცემულ წესებში. სისტემის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.